პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირი “თავისუფალი ზონის” წევრი არ არის

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 14:53

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირი “თავისუფალი ზონის” წევრი არ არის

“დაკავებული ჩვენი წევრი არ არის ” – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავისუფალმა ზონამ გაავრცელა.

“დღეს “თავისუფალმა ზონამ” პრეზიდენტის სასახლის ტერტორიაზე აქცია გამართა. აქციის ძირითდი მიზანი იყო გაპროტესტება იმ სამარცხვინო პრორუსული პოლიტიკის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ევრაზიული კავშირი, ერეკლე მეორეს საზოგადოება და სხვა პროპუტინისტური ორგანიზაციები, სინამდვილეში ხელდასმული და წახალისებულია უშუალოდ ივანიშვილის მიერ. ჩვენი პროტესტი სწორედ ამ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას შეეხებოდა. “თავისუფალმა ზონამ” აქცია გამართა, გამოფინა ბანერი და ამით დასრულდა აქცია. რაც შეეხება აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი წევრის მალაზონიას საკითხს, გვინდა განვაცხადოთ, რომ მალაზონია არ არის “თავისუფალი ზონის” წევრი და მას “თავისუფალ ზონასთან” არანაირი შეხება არ აქვს. ვთხოვთ მასობრივ საერთაშორისო საშუალებებს გაასწორონ ის შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომა რასაც ისინი ავრცელებენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 14:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics