პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, შესაძლოა, თებერვალში არ მოხდეს

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლა, შესაძლოა, თებერვალში არ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში არაოფიციალურად საუბრობენ.
აღნიშნულს არ ადასტურებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, თუმცა განმარტავს, რომ პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღი, ისე როგორც ფორმატი ამ დრომდე დაუზუსტებელია.
‘”ფორმატი და ის, იქნება თუ არა პოლიტიკური დებატები პარლამენტის გადასაწყვეტია. მე შემიძლია დაგიდასტუროთ პრეზიდენტის მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, რასაც პარლამენტი გადაწყვეტს, მათ შორის პოლიტიკურ დებატებშიც. რაც შეეხება თარიღს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტის აპარატთან და უახლოეს დღეებში გახდება ეს ცნობილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კვერენჩილაძემ.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტისთვის მიმართვა თებერვალში იგეგმებოდა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა 23 თებერვლამდე მოხდება
შემდეგი სტატიათურქეთში ქართველი მძარცველები დააკავეს