პრეზიდენტის ვეტოზე დღეს ორი საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 13:05

პრეზიდენტის ვეტოზე დღეს ორი საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსთან და პარლამენტისთვის მის მიერ შეთავაზებული პროექტთან დაკავშირებით დღეს ორი საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს.
აღნიშნულ საკითხზე 17:00 საათზე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება. საკითხის გატანა პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას იგეგმება, კონკრეტულ თარიღს კი პარლამენტის ბიურო დღეს დაადგენს.
“ჩვენ ვერ დაგვარწმუნა პრეზიდენტის არგუმენტებმა თუ რატომ არის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის არსებული სახით დატოვება უფრო მიზანშეწონილი და უკეთესი. პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებნული კანონის მთავარ პრინციპს უარყოფს და ყველა მისი შენიშვნა ამ პრინციპის უგულებელყოფას ემსახურება. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების მიზანი არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებაა, როცა ეროვნული ბანკი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიზნებს ემსახურება. ამ პოლიტიკურ ჯგუფს პრეზიდენტი შეუერთდა, რომელსაც უნდა ხავერდოვნად გადაიბაროს და გაიყოს ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად. ყველაფრის არსი არის ეს, დანარჩენი ბლეფია”, – განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და მიზანშეუწონლად მიიჩნია პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტით, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაშია განსაზღვრული.

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 13:05

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics