პრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია–ირაკლი ალასანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 2, 2015 00:36

პრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია–ირაკლი ალასანია

alasaniaპარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნის ფაქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალის როლი იზრდება–ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.

„მივესალმები, რომ ჩვენი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალბატონი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, მთავრობაში იზრდება. ეს ისეთი პოზიციაა, რომელიც ყველას მართლაც სიამაყით აავსებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ თინა ხიდაშელი ყველაფერს გააკეთებს, რათა უწყებაში თავისი დინამიკა შეიტანოს.

თავად მთავრობის დინამიკაში სიახლე არაფერია. პირველ რიგში, სიახლე არ არის იმაში, რასაც ელოდა ყველა – როგორ გამოვა ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან. ეს ყველაფერი ბუნებრივია, თითოეული მოქალაქის ზურგზე აღიბეჭდება. აქედან გამომდინარე, ალოგიკური იყო ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა“, – განმარტა ალასანიამ.თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ლოგიკური იქნებოდა, თუ მთლიანად მთავრობა, თავისი ხელმძღვანელით შეიცვლებოდა და ახალ ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენდნენ.რაც შეეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ალასანიას განმარტებით, პრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია. შესაბამისად, ის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს.

„ლოგიკურად მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო“, – აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 2, 2015 00:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics