პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს«უკრაინელი და რუსი ხალხი ეს ეჭვს გარეშე ერთი ხალხია, რომლებმაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იომონ ერთმანეთთან. დღესდღეისობით ჩემი ამოცანა და მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ძმურ ხალხს შორის ყველანაირი უთანხმოება მოვაგვარო» – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში. დიდი ალბათობით, რადიოწამყვანმა ემოციური შოკი მიიღო პოროშენკოს ამ განცხადების შემდეგ, რადგანაც პრეზიდებტის მიერ წინადადების დასრულებისთანავე სარეკლამო ჭრა წავიდა – წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა.

მეორე მხრივ, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი მოვლენების ფონზე, პოროშენკოს სიტყვები, რუსეთთან მდგომარეობის გამოსწორების შესახებ თანდათან ჩნდება მის გამოსვლებში.
როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც უკანასკნელ ხანებში ხშირად იმეორებს რუსი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის შესახებ და პირობას დებს, რომ პრობლემა მოგვარებული იქნება.
გამოცემის თქმით, პოროშენკოს რადიოეთერში გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა უკრაინელებში. მათი აზრით, საქმე შესაძლებელია ფარულ პოლიტიკურ გარიგებებს შეეხებოდეს.

ვირუსის ბლოკატორები