პოროშენკოს ცოტა დრო დარჩა – აცხადებს სააკაშვილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 19, 2015 15:03

პოროშენკოს ცოტა დრო დარჩა – აცხადებს სააკაშვილი

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოს ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება.

სხვა სტატიები

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოს ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება.

სააკაშვილი ტელეკომპანია  ,,ICTV,, – სათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტ პოროშენკოსთან ბოლო შეხვედრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ შეიძლება იყოს კერძო არმიები…

,,იმის მიხედვით, რაც მე ვნახე იმ ხალხთან შეხვედრების დროს, რომლებიც პრეზიდენტთან მოდიოდნენ… მე  ვნახე, რომ ის მიზნად ისახავს გაჰყვეს იმ წესებს, რომლებიც არსებობს… ეს კარგის ნიშანია იმისათვის, რომ ხალხი გამოვიდეს იმ ჩაკეტილი წრიდან, როდესაც ჰგონიათ რომ ყოველი ახალი ხელისუფლება წინანდელზე უარესია… მე მგონია, რომ პოროშენკოს სურს დაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე და მას ამის გაკეთების შანსი უნდა მიეცეს,, განაცხადა სააკაშვილმა.

-კითხვაზე, თუ რა დროის რესურს ფლობს უკრაინის პრეზიდენტი ნაციონალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად… სააკაშვილმა უპასუხა, რომ ,,ძალიან ცოტას,,…

,,მას რამდენიმე თვე დარჩა იქამდე, სანამ ახალ დეპუტატებს იყიდიან, მედიას დაინაწილებენ და არამმართველი სექტორის დისკრედიტაცია მოხდება რადგან ისინი სხვადასხვა ინტერესებს ემსახურებიან… ამ ყველაფერს მტერი ეროვნული ინტერესების ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 19, 2015 15:03

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics