პოროშენკომ კიდევ ერთხელ ითხოვა იარაღი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2015 16:39

პოროშენკომ კიდევ ერთხელ ითხოვა იარაღი

იარაღის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე  პოროშენკომ დასავლეთისგან იარაღის მოწოდების თემა ისევ გაააქტიურა. ამის შესახებ მან დღეს გერმანულ Die Welt-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საუბარია უგამონაკლისოდ, თავდაცვის შეიარაღების სისტემაზე. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინამ არა ერთი მხარდამჭერი დაპირება მიიღო. “ყირიმში ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ თავისუფლებას და დემოკრატიას ვიცავთ” – განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი უკრაინისგან 30-45-ჯერ მეტია და მისი ქვეყანა ახლა “მე-20 საუკუნის იარაღით 21-ე საუკუნის წინააღმდეგ დგას”.
პოროშენკოს თქმით, ის არ ეთანხმება მტკიცებას, რომ უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა ენერგიის დეფიციტს გამოიწვევს ზამთარში. “რუსეთის აგრესიის შემდეგ მე არაფრის მეშინია” – განაცხადა პოროშენკომ – თუკი ჩვენ ერთი წლის წინ გამოვძვერით, ამას დღესაც მოვახერხებთ” – ციტირებს პოროშენკოს სიტყვებს გერმანული Die Welt.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2015 16:39