პოლონეთმა კაჩინსკის დაღუპვაში ბრალი რუსებს წაუყენა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 27, 2015 21:33

პოლონეთმა კაჩინსკის დაღუპვაში ბრალი რუსებს წაუყენა

მნიშვნელოვანი

  • პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ, 2010 წელს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, მთავრობისა და ეკიპაჟის წევრები, სულ 96 ადამიანი დაიღუპა, რუსების ავიადისპეჩერები დაადანაშაულა.

სხვა სტატიები

LechKaczynski_1614331cპოლონეთის სამხედრო პროკურატურამ, 2010 წელს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, მთავრობისა და ეკიპაჟის  წევრები, სულ 96 ადამიანი დაიღუპა, რუსების ავიადისპეჩერები დაადანაშაულა.

ვარშავაში გაკეთებულ პრესკონფერენციაზე, სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოძიების დასკვნიდან გამომდინარე, ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტების შეცდომას მიიჩნევენ, რაც მეტწილად დისპეჩერების არასწორი მოქმედებებით იყო გამოწვეული და აცხადებენ, რომ ბრალს წაუყენებენ აეროპორტ ,,სევერნის,, ორ დისპეჩერს, ერთს განზრახ დანაშაულებრივი მოქმედების გამო და მეორეს – არა განზრახ დანასაულებრივი მოქმედებების გამო.

პოლონელმა გამომძიებლებმა, საერთაშორისო და ევროპული კონვენციების თანახმად ეჭვმიტანილი რუსი დისპეჩერების (რომელთა გვარები არ დაუსახელებიათ) დაკითხვა მოითხოვეს… რაც ამ დროისათვის რუსეთის ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

თავად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საკუთარი გამოძიების საფუძველზე აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხა დისპეჩერების შეცდომას.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 27, 2015 21:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics