პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერების საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 21, 2015 18:35

პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერების საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა

პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერების საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა. პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერების საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა.

ჩანაწერები ფონოსკოპიური ექსპერტიზის ნაწილია, რომელიც სმოლენსკის აეროპორტის ფრენების მართვის ჯგუფს ეხება.
2010 წლის 10 აპრილს აეროპორტის მახლობლად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლონეთის სამთავრობო კომისიამ უბედური შემთხვევის მიზეზად ფრენის სიმაღლის მინიმალურ დონეზე შემცირება, მეტეოროლოგიური პირობები და მეორე წრეზე მანევრის დაწყების დაგვიანება დაასახელა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ დისპეტჩერები არ მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, გაექცნენ პასუხისმგებლობას და ცუდი ამინდის გამო, აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება არ მიიღეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 21, 2015 18:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics