პოლომეთმა რუსეთთან საზღვრის აშენება დაიწყო

პოლონეთმა რუსეთთან საზღვრის 200 კილომეტრიან ზოლზე მშენებლობა და გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, რაც უცხოელი მიმომხილველები რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობების უკიდურესი დაძაბულობით ხსნიან…

პოლონეთს ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთთან დამტკბარი ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია, თუმცა პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამ რუსეთის ტერიტორიაზე, პოლონელებისათვის ავადსახსენებელ კატინთან ახლოს, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად სახელმწიფოს 100-მდე მაღალჩინოსნის სიცოცხლე ემსხვერპლა და ბოლო ერთი წლის მანძილზე უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებებმა, პოლონეთის ურთიერთობა რუსეთთან უკიდურესობამდე დაძაბა…

გარდა იმისა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა 9 მაისს სამამულო ომის იუბილეზე, მოსკოვში ჩასვლაზე, პოლონეთისა და რუსეთის  ოფიციალური პირები ბოლო 2 თვეა რაც საერთოდ არანაირ დონეზე არ შეხვედრიან ერთმანეთს და არც აცხადებენ ასეთ მზაობას.

პოლონეთმა, როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, მზადყოფნა განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განათავსოს და აშშ-ს სარდლობას მოუწოდა, რომ მუდმივად განათავსონ ამერიკული კონტინგენტი პოლონეთის ტერიტორიაზე.

ვირუსის ბლოკატორები