პოლიციამ ბათუმში დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვნა

news
ავტ.: news ივლისი 18, 2015 11:06

პოლიციამ ბათუმში დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვნა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად გოგონების უცხოელები არიან და ისინი ბათუმში ექსკურსიაზე ჩამოსულ ჯგუფს ჩამორჩნენ.

გოგონები ბათუმის ცენტრში იმყოფებოდნენ და ტიროდნენ. მათ ქართული არ იცოდნენ და გამვლელებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

პატრულ-ინსპექტორებთან გოგონებმა მხოლოდ იმის თქმა მოახერხეს, რომ სომხეთიდან ბათუმში ჯგუფთან ერთად ავტობუსით არიან ჩამოსულები და დაიკარგნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ნომრებით მოძრავი ავტობუსები გადაამოწმეს, რის შედეგადაც, რამდენიმე წუთში სასტუმრო რედისონის მიმდებარედ აღმოაჩინეს სომხეთიდან შემოსული ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერევნიდან გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები.

ანსამბლის ხელმძღვანელობისგან გაირკვა, რომ ისინი ქობულეთიდან ექსკურსიაზე ბათუმში ჩამოვიდნენ, რა დროსაც, ქალაქის დათვალიერებისას ორი გოგონა დაეკარგათ. ანსამბლის წევრები მათ პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების და გადამოწმების შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე გოგონა ჯგუფთან მიიყვანეს და ავტობუსამდე მიაცილეს.

news
ავტ.: news ივლისი 18, 2015 11:06