პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები”-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებას მიმართავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 26, 2015 01:34

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები”-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებას მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებას მიმართავს-„ძვირფასო თანამოქალაქენო,
მე მსურს პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების” სახელით მოგმართოთ, რომ დროა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დასაცავად დავდგეთ ერთად, დავდგეთ იმ უუნარო და ცინიკოსი მთავრობის წინააღმდეგ, რომლებმაც მთელი 2 წელი პოლიტიკურ ოპონენტთან ურთიერთბრალდებებს შეალია.
ჩვენ, მიუხედავად არაერთგზის გამოხატული მცდელობისა, რომ კონსტრუქციულ ფორმატში საერთო ინტერესებიდან გამომდინარე გვეთანამშრომლა საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან ეს ფორმატი არ შედგა და ყველა ჩვენ მიერ გავრცელებული მიმართვა, მათ შორის სარეკომენდაციო ხასიათის განცხადებები იქნა მათ მიერ უგულველყოფილი.

დიდი ხნის მანძილზე ვაცხადებდით, რომ ქვეყანაში შექმნილი ტოტალური უმუშევრობის, ემიგრაციის ზრდის დონის მატების, გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობის და უარყოფითი საინვესტიციო გარემოს გამო საქართველოში დადგებოდა მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, ფაქტი სახეზეა, დღეს სრულიად საქართველო მოიცვა სიღარიბემ და ხალხმა დაკარგა იმედი, დაკარგა ოცნებაც !
მოგმართავთ თხოვნით, რომ კვლავ, ისევ და ისევ, დავდგეთ ერთად და ნუ გავიმეორებთ ათწლეულების მანძილზე დაშვებულ შეცდომას, ნუ დავჯდებით სახლში და ნუ დაველოდებით ,,მესიას”, ახალ მხსნელს !

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებას მიმართავს
გადავიდეთ თვითმოქმედების რეჟიმში, გადავიდეთ სიმართლის და კანონის მხარეს, დავივიწყოთ ილუზორული ოცნებები და ვიბრძოლოთ რეალობის შესაცვლელად.

ყველას, ვისთვისაც საქართველო, ვისთვისაც ეროვნული ინტერესები, ვისთვისაც ქვეყნის მდგრადობა და ოჯახები მნიშვნელოვანია ხვალიდან დავიწყოთ განახლება, ხვალიდან ვაჩვენოთ ქმედუუნარო და ცინიკოს მთავრობას ხალხის ძალა, ხალხის რწმენა და ურყევობა პრინციპულ საკითხებთან მიმართებით…
ხვალ, 26 თებერვალს, დილის 8:30 საათზე შევიკრიბოთ ფინანსთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მივცეთ ნება მინისტრს კვლავ გააგრძელოს უშედეგო საქმიანობა.
ეს იქნება დასაწყისი განახლების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების…“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 26, 2015 01:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics