“პოლიტიკური გადაწყვეტილება”-ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედის” მიერ მისი გადაცემების დახურვას აფასებს

news
ავტ.: news აგვისტო 30, 2015 10:55

“პოლიტიკური გადაწყვეტილება”-ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედის” მიერ მისი გადაცემების დახურვას აფასებს

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია იმედის მიერ გადაცემების იმედის კვირისა და რეაქციის დახურვას “პოლიტიკურ გადაწყვეტილებად” აფასებს.

განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტმა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან გააკეთა.

ტელეკომპანია იმედმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუებს.

მიზეზად ისინი გადაცემებისთვის ახალი ფორმატის შემუშავებას ასახელებენ, რომელსაც მათი თქმით მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ.

როგორც ინგა გრიგოლია აცხადებს მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ უცნობებიათ.

news
ავტ.: news აგვისტო 30, 2015 10:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics