პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 11:37

პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება

მნიშვნელოვანი

  • 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად განისაზღვრა იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში.

სხვა სტატიები

1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად განისაზღვრა იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში.

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge/ მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია.

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 11:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics