პირველი ლედი ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო

news
ავტ.: news ოქტომბერი 10, 2015 14:42 განახლებულია

პირველი ლედი ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ, დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსა და მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

სხვა სტატიები

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ, დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსა და მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოა”, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.

“ჰოსპისის პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია – შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად გაერთიანდა სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორები.
უმნიშვნელოვანესია, ინდივიდუალური დონორების ჩართულობა – მხატვრების, რომელთაც ნახატები გაიღეს პროექტისთვის, მუსიკოსების, ჟურნალისტების… ადამიანების, რომლებმაც უანგარო წვლილი შეიტანეს პროექტში”, -აღნიშნა პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ ღონისძიებაზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველო“-ს, კომპანია „ევექს“-ს მსგავსი ინიციატივის შემოთავაზებისათვის, რომლის მიღებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულიყო მოცემული პროექტი და, ასევე, ვთვლით, რომ იგი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ კარგ დასაწყისს ჩავუყარეთ საფუძველი და, ბუნებრივია, მის განხორციელებას და მდგრად განვითარებას, შემდგომ კიდევ უფრო სჭირდება ის სამმხრივი პარტნიორობა, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს, კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონია სოფელ დიღომში პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს გაიმართა.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

news
ავტ.: news ოქტომბერი 10, 2015 14:42 განახლებულია

Google სტატისტიკა


4,976
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics