პირდაპირ ეთერში მერკელმა პალესტინელ ბავშვს თავშესაფარზე უარი უთხრა+ video

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2015 00:48

პირდაპირ ეთერში მერკელმა პალესტინელ ბავშვს თავშესაფარზე უარი უთხრა+ video

merkele_afp-media_largeდღეს, დასავლური მედია ერთ-ერთი გერმანული ტოკ შოუს ჩანაწერს ავრცელებს, სადაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სხვადასხვა ქვეყნიდან დევნილ ბავშვებს ხვდება. გავრცელებულ ნაწყვეტში მერკელს პალესტინელმა ლტოლვილმა ბავშვმა პირდაპირ ეთერში თავშესაფარი სთხოვა და უთხრა რომ ოცნებობს გერმანიაში სწავლაზე და დარჩენაზე როგორც სხვები. პასუხად მერკელი ამბობს, რომ მისთვის თავშესაფრის მიცემა სიგნალი იქნება სხვებისთვის და ლიბია და პალესტინადან ხალხის მასობრივ შემოსვლას გამოიწვევს. გამოსვლის დასასრულს, როცა მოზარდი ტირილს იწყებს, მერკელი მასთან მიდის და ეფერება.
2014 წელს გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. 2015 წელს გერმანიამ ლტოლვილთა მიღების რეგულაციები შეცვალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2015 00:48