,,პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი ეს საქმე”

ეს საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა ე.წ. კასრების საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, სხვა მიმართულებებთან ერთად საინტერესოა იმის დადგენაც, თუ როგორ მოხვდა კადრები უკრაინის მედიასივრცეში.
“თქვენ იცით, რომ ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე. განიხილება მრავალი ვერსია, მათ შორის საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა უკრაინის მედიასივრცეში ეს კადრები”,- განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ აღნიშნული კადრები მთავარ პროკურატურაში ინახებოდა, ბადაშვილი ადასტურებს, რომ ის კონკრეტულ სისხის სამართლის საქმეში დევს.
“ეს კადრები დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობით. შესაბამისად, გადაცემულია ეს კადრები როგორც მხარეებისთვის, ისე დართულია საქმეზე”,- აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
საუბარია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებზე, რომელიც უკრანულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში,,შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს”
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობას უხდის