პეტრო პოროშენკო – მგონია, რომ პუტინისთვის უკრაინის საკითხი ემოციურია

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 00:02

პეტრო პოროშენკო – მგონია, რომ პუტინისთვის უკრაინის საკითხი ემოციურია

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს ინარჩუნებს და როგორც "The Wall Street Journal"-ს განუცხადა, ვლადიმერ პუტინს, სულ მცირე , ორ კვირაში ერთხელ ტელეფონით ესაუბრება.

სხვა სტატიები

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს ინარჩუნებს და როგორც “The Wall Street Journal”-ს განუცხადა, ვლადიმერ პუტინს, სულ მცირე , ორ კვირაში ერთხელ ტელეფონით ესაუბრება.

“მგონია, რომ უკრაინის საკითხი მისთვის ძალიან ემოციურია”, – განაცხადა პოროშენკომ, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი აუცილებელია.

“თუ მკითხავთ, ვენდობი, თუ არა მას? ჩემი პასუხი იქნება: არა. თუ მკითხავთ, ვენდობი, თუ არა ევროკავშირს? გიპასუხებთ, რომ კი”, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის ლიდერის თქმით, პუტინთან საუბრისას ყირიმის საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში, მაგრამ, მისი თქმით, მას არ შეუძლია ჰქონდეს არავითარი კომპრომისი.
პეტრო პოროშენკო ინტერვიუში აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 8-დან 9,5 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება. მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება საომარი გზით ვერ გადაწყდება, რადგან რუსეთს მსოფლიოში უდიდესი – მილიონ 200 ათასიანი არმია ჰყავს. ამასთან, პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა თავისი ტერიტორიების დასაცავად.

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 00:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics