პენტაგონმა სირიაში რუსული თვითმფრინავები და “მწვანე კაცუნები” დააფიქსირა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2015 19:20

პენტაგონმა სირიაში რუსული თვითმფრინავები და “მწვანე კაცუნები” დააფიქსირა

პენტაგონმა სირიაში რუსული თვითმფრინავები და "მწვანე კაცუნები" დააფიქსირაშვიდი რუსული АН-124 «Руслан» დაეშვა ლატაკიის ახლოს მდებარე აეროდრომზე – ცნობას პენტაგონი ავრცელებს.

Fox News-ის ინფორმაციით, ერთი კვირის მანძილზე რუსებმა ლატაკიის ახლოს ასობით კარავი გაშალეს. ასევე, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი უკრანაში გამოყენებულ ტაქტიკას იმეორებს – მას ტექნიკაზე იდენთიფიცირების ყველანაირი ნიშანი წაშლილი აქვს.

“მწვანეების” სირიაში ყოფნაზე საუბრობს ასევე უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპაში ლტოლვილების სიმრავლე სირიაში რუსუმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც პოროშენკოს თქმით, სირიელ ამბოხებულებს იარაღით ამარაგებს.
რუსეთში არა ერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა ასადის პოლიტიკას მხარს უჭერს და მას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე იარაღსაც აწვდის.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. ამ ხნის მანძილზე ქვეყანა 11, 5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ომში დაახლოებით 230 ათასი სირიელი დაიღუპა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2015 19:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics