პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 10:02

პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.
ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქო მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.
უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. “კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 10:02

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics