პატრიარქი სამთავროს დედათა მონასტერში საღვთო ლიტურგიას აღავლენს

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 10:38

პატრიარქი სამთავროს დედათა მონასტერში საღვთო ლიტურგიას აღავლენს

მნიშვნელოვანი

  • ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვას რამდენიმე მღვდელმთავარიც ესწრება.

სხვა სტატიები

ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვას რამდენიმე მღვდელმთავარიც ესწრება.
ტაძარში წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც თაბორის მთაზე იესო ქრისტეს ფერისცვალების შესახებ არის საუბარი. ლიტურგიის დასასრულს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ასევე ტაძარში მრევლის მიერ მოტანილი ახალი ხილი იკურთხება.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა სამი მოციქული პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია და თაბორის მთაზე აიყვანა. უფალს მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ და ფერი იცვალა.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 10:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics