პატრიარქი სადღესასწაულო წირვას ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს

news
ავტ.: news მაისი 21, 2015 10:20

პატრიარქი სადღესასწაულო წირვას ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს.
წირვის დროს ტაძარში წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც ელეონის მთაზე უფლის ამაღლების შესახებ არის საუბარი. მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

news
ავტ.: news მაისი 21, 2015 10:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,707
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics