პატიმრის გარდაცვალებაში ახლობლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 13:42

პატიმრის გარდაცვალებაში ახლობლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ

ბათუმელი 52 წლის მამაკაცი ორთვიანი ავადმყოფობის შედეგად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ პატიმარმა სამედიცინო მომსახურებით დროულად ვერ ისარგებლა, ლეტალური შედეგი კი სწორედ დაგვიანებული მკურნალობის გამო დადგა.

მსჯავრდებული მევლუდ დიასამიძე 5 წლიან სასჯელს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის იხდიდა.

“ოთხი წელი პატიმარმა საპყრობილეში გაატარა. ბოლო წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების შემდეგ, პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლების თხოვნით რამდენიმე უწყებას მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. მოვითხოვთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების პასუხისგებაში მიცემას და სასჯელაღსრულების მინისტრის გადადგომას”. – აცხადებენ დიასამიძის ახლობლები.

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 13:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics