სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, ქალთა თავისუფლების აღკვეთის ახალი დაწესებულებისთვის ფართი უკვე გამოყოფილია.
მინისტრის თქმით, აღნიშნული დაწესებულების მსჯავრდებულ ქალებს შაბათ-კვირას და უქმე დღეებში მიეცემათ საშუალება, საპატიმრო დატოვონ, ოჯახის წევრები და ახლობლები ნახონ,, ორშაბათს კი, საპატიმროში დაბრუნდნენ.
“პროცესი ქალთა შეზღუდვის დაწესებულებასთან დაკავშირებით დაწყებულია. უკვე გამოყოფილია შესაბამისი ფართი და აზომვითი სამუშაობი მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ჩვენ ახალწლამდე უკვე ჩავუყაროთ საფუძველი, ფუნდამენტი ქალთა შეზღუდვის დაწესებულების გახსნას და მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ეს, ესაა დაწესებულება, სადაც ქალებს მიეცემათ საშუალება შაბათ-კვირას და უქმე დღეებში გავიდნენ ციხის ტერიტორიიდან, გაატარონ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დრო და ორშაბათიდან დაბრუნდნენ ისევ ციხეში”, – განაცხადა კახიშვილმა.