“პარტიზანული მებაღეობა” საკრებულოსთან აქციას მართავს

news
ავტ.: news აგვისტო 12, 2015 17:33

“პარტიზანული მებაღეობა” საკრებულოსთან აქციას მართავს

მნიშვნელოვანი

  • თბილისის საკრებულოსთან "პარტიზანული მებაღეობა" საპროტესტო აქციას მართავს. როგორც "პარტიზანული მებაღეობის" აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "პარტიზანული მებაღეობა" მოითხოვს, რომ დღეს არ მოხდეს საკრებულოში მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტის დამტკიცება.

სხვა სტატიები

თბილისის საკრებულოსთან “პარტიზანული მებაღეობა” საპროტესტო აქციას მართავს. როგორც “პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “პარტიზანული მებაღეობა” მოითხოვს, რომ დღეს არ მოხდეს საკრებულოში მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტის დამტკიცება.
მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვები გაიმართოს და გააზრებულად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება.
“მირზა შაფი არის ძალიან მტკივნეული ქალაქისთვის. კორექტირებული პროექტი მტკიცდება დღეს. თუმცა, არანაირი განხილვა არ მომხდარა. შემცირდა მოცულობა, რაც მისასალმებელია, მაგრამ თუ მოცულობა შეჩერდა, რატომ აღარ განიხილავენ იმ პროექტებს, რომელიც მცირე მოცულობის გამო დაიწუნეს. გააზრებულად უნდა გაკეთდეს ამ პროექტის განხილვა”, – განაცხადა ფერაძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 12, 2015 17:33