პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”‘არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2015 19:07

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”‘არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”‘არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ მიზნით “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.
””ძირითადად ვისაუბრეთ პარტიულ საკითხებზე. დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ სავარაუდოდ დავიწყებთ სექტემბრიდან. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები. სწორედ ამ შიდაპარტიულ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. მასთან შეჯერთა ღონისძიებათა ნუსხა. ბუნებრივია, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მზად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2015 19:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics