პარლამენტში ხვალ სოზარ სუბარს ელოდებიან

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 20:28

პარლამენტში ხვალ სოზარ სუბარს ელოდებიან

პარლამენტში ხვალ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარს ელოდებიან. სუბარი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის გაერთიანებული სხდომის ფარგლებშია მიწვეული.
მინისტრის მოსმენას სამთავრობო პროგრამის და მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშის ფარგლებში გეგმავენ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნული ანგარიშის მოსმენისას სხვა სამთავრობო სტრუქტურებსაც მოუსმინა, თუმცა ყველა სამინისტრო პარლამენეტში მინისტრის მოადგილის დონეზე იყო წარმოდგენილი.

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 20:28

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics