პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2015 02:29

პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა

10846401_859440110788262_9067368074190128704_nმმართველმა გუნდმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა 38 პარლამენტის წევრმა მისცა. 
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. უცვლელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2015 02:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,325
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics