პარლამენტი პირველი მოსმენით ეროვნული ბაკის შესახებ კანონში ცვლილებას დღეს დაამტკიცებს

news
ავტ.: news ივნისი 27, 2015 12:22

პარლამენტი პირველი მოსმენით ეროვნული ბაკის შესახებ კანონში ცვლილებას დღეს დაამტკიცებს

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იწყება. დეპუტატებმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებას კენჭი უნდა უყარონ.

„არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ ჩვენს მეგობარს, რომელსაც სურს, რომ ეროვნული ბანკის სფერო იყოს დამოუკიდებელი და მყარი, არ მოსწონს ეს ცვლილებები. მიაჩნიათ, რომ ეს არის პოლიტიზაცია და მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები დააზიანებს საბანკო სექტორს. პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის ეს კანონი. ჩვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს. საერთოდ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ ამ თემაზე დებატები,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მიხეილ მაჭავარიანი.

კანონის ავტორი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, კი ამბობს, რომ მმართველ გუნდს არანაირი პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია.

„გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის ისეთი სახით მართვას, რომელიც გამორიცხავს ამ სისტემის ყოველგვარ პოლიტიზირებას ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში,“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

კანონის თანახმად, ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის სამსახური გამოეყოფა, რომელსაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება.

news
ავტ.: news ივნისი 27, 2015 12:22

Google სტატისტიკა


3,017
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics