პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

news
: news იანვარი 20, 2015 22:41

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების

სხვა სტატიები

vazagashviliპარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ. რაც შეეხება მომდევნო აქციას, მათი თქმით, ამის შესახებ ცნობილი ხვალ გახდება. ამ ეტაპზე საპროტესტო აქციის თარიღი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წევრებმა დასახელა.

“ჩვენ ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას 23 იანვარს, 17:00 საათზე, “სამართალდამცავთა ლიგის” ოფისთან. ეს ის ორგანიზაციაა, სადაც ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა მოღვაწეობს, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს”, _ აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

news
: news იანვარი 20, 2015 22:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics