პარლამენტარ ,,ყვარყვარე”გურამ მისაბიშვილის საარჩევნო შტაბის წიწილები დღევანდელი სენაკის მეოცნებე გამგებლის გოჩა დგებუაძის ბუდეში დაფრთიანდნენ ოცნების ეგიდით

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 18:19

პარლამენტარ ,,ყვარყვარე”გურამ მისაბიშვილის საარჩევნო შტაბის წიწილები დღევანდელი სენაკის მეოცნებე გამგებლის გოჩა დგებუაძის ბუდეში დაფრთიანდნენ ოცნების ეგიდით

სენაკის საკრებულოს დეპუტატი ინგა ქარდავა, თავისი ,,ფეისბუქის,, გვერდზე ყოფილი ნაციონალური მოძრაობისა და დღეევანდელი ქართული ოცნების წევრთა კოლექტიუ სურათს აქვეყნებს და კომენტარში, სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის მიერ ამ ხალხის სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნას აპროტესტებს. ის აგრეთვე აცხადებს რომ ამ ხალხს ნაციონალებიდან ოცნებაში გადასული პარლამენტის სენაკელი მაჟორიტარი, გურამ მისაბიშვილი ლობირებს.
,, პარლამენტარ ,,ყვარყვარე”გურამ მისაბისვილის საარჩევნო შტაბის წიწილები დღევანდელი სენაკის მეოცნებე გამგებლის გოჩა დგებუაძის ბუდეში დაფრთიანდნენ ოცნების ეგიდით.ძვირფასო სენაკელებო სენაკის გამგებელმა კორუმპირებულმა გოჩა დგებუაძემ მისაბიშვილის დავალებით ეს მისაბიშვილის ბანდა ყველა თანამდებობებზე განათავსა.პორტირებულ მეოცნებათა სახელობითი სია,რომლებიც სენაკის გამგებელმა თანამდებობებზე დანიშნა.
1) მიქავა სოსო.ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან.წინა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.დღეს მისაბიშვილის დავალებით კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე.სირცხვილი და თავის მოჭრა ზვიად ძიძიგურს. დღეს დანიშნულია სენაკის ფეხბურთის აიპის დირექტორად.
2) გეგელია მერაბი.ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან.წინა საკრებულოს საკრებულოს ფრაქცია”ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე. დღეს დანიშნულია მზრუნველობა მოკლებულთა კვების ცენტრის მენეჯერად.
3) დალი შონია სენაკის გამგებლის დგებუაძის მარჯვენა ხელი დღეს.მასაც სენაკის გამგებელმა დგებუაძემ გამგების შიდა კარუსელით ადგილი მოუნაცვლა.აღნიშნული ქალბატონი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო.
4) გიორგი გაბედავა მისაბიშვილის შვილობილი.მისაბიშვილის ბიუროს ხემძღვანელი ნაციონალური მოძრაობის დროს,ხოლო დღეს სენაკის კორუმპირებულმა გამგებელმა დგებუაძემ ქართული ოცნების პარტიული სიით მე-6ნომრად შემოიყვანა სენაკის საკრებულოში.
5 )მურან არჩილია ყოფილი სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ცენტრის დირექტორი,მისაბიშვილის მარჯვენა ხელი.დღეს სენაკის გამგებელმა დგებუაძემ დანიშნა მზრუნველობა მოკლებულ კვების ცენტრის დირექტორად.
6) ნანა ზარანდია გამგეობის შეუცვლელი იურისტი,რომელიც 2012 წელს ოცნების ხალხს დასდევდა. 2015წლის 7იანვრის რესტორან ვერსალის გმირი.
7) გოჩა ჭანტურია.ყოფილი ქალაქის რწმუნებული,ნაციონალური მოძრაობიდან,მისაბიშვილის მარჯვენა ხელი.რომელსაც დღევანდელი მეოცნებე გამგებელი დღესაც იგივე თანამდებობაზე ნიშნავს.
8) სენაკის გამგების კულტურის სამსახურის უფროსი ვასიკო ბესელია.9 წელი ნაციონალური მოძრაობის სენაკის ნოსირის თემის გამგებელი.ოცნებები აუხდა.
9) გული ბარკალაიას გოგო.ნანა დავითაია გამგეობის სპორტის სამსახურში დაინიშნა.

გამეობის შენობა ძველი მისაბიშვილის პორტირებული ხალხის თავშესაფარია. ამ მოღალატე ხალხისგან ნაციონალური მოძრაობა გასუფთავდა, ხოლო ოცნება გასატანი ნაგავით გაივსო.
ამ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხი უერთგულესი ყვარყვარეები არიან ყველა დროისა და ყველა მთავრობის,, აცხადებს ქარდავა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 18:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics