პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2015 12:09

პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი გამთენიისას პირველ სართულს მოედო და სწრაფად გავრცელდა.

ორი ადამიანი, თავის გადარჩენის მიზნით, ფანჯრიდან გადმოხტა და დაიღუპა, დანარჩენი 6 კი უშუალოდ ხანძარს ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.

ხანძარს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ამ დრომდე უცნობია, 100–მდე მაშველი აქრობდა. მათ 4 ადამიანიც გადაარჩინეს, თუმცა რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2015 12:09