პარიზში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გამართული მარში დასრულდა

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 19:46

პარიზში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გამართული მარში დასრულდა

მსოფლიო ლიდერებმა და მთავრობის მეთაურებმა პარიზის ცენტრში გამართულ მარშში მსვლელობა დაასრულეს. მათ პატივი მიაგეს პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.

მარშის მსვლელობისას ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი. ასევე, ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მარშის დროს, მიმდებარე სახლების მცხოვრებლები ლიდერებისა და მარშში მონაწილეთა კოლონებს აპლოდისმენტითა და შეძახილებით ხვდებოდნენ. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ დღევანდელი აქცია ათეული წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 19:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics