პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს ღარიბაშვილიც დაესწრება

news
ავტ.: news იანვარი 10, 2015 15:03

პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს ღარიბაშვილიც დაესწრება

ღარიბაშვილი პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველო საფრანგეთს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს 11 იანვარს ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს

news
ავტ.: news იანვარი 10, 2015 15:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics