პარიზი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება

news
: news იანვარი 10, 2015 16:29

პარიზი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება

მნიშვნელოვანი

  • საფრანგეთის დედაქალაქი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს უბრუნდება. საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის მიერ გახორციელებულ გუშინდელ

სხვა სტატიები

საფრანგეთის დედაქალაქი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს უბრუნდება. საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის მიერ გახორციელებულ გუშინდელ სპეცოპერაციას წარმატებულს უწოდებს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ქალაქის მთავრი პროკურორი.

პარიზელები ამბობენ რომ მომხდარი საფრანგეთის ცხოვრებაში ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს, რადგან მე-2-ე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი საფრთხე ქვეყანაში არ ყოფილა.

მათი შეფასებით, მომხდარი საგანგაშოა არამხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ფრანგები არ გამორიცხავენ, რომ პარიზის ტერაქტი დიდი შეტევის მხოლოდ შესავალი კონფიგურაცია იყო და, შეიძლება, ეს ექსტრემისტული განწყობა უფრო განზოგადდეს და დიდი მასშტაბები მოიცვას.

მიუხედავად მომხდარისა, პარიზელები თავს მაინც დაცულად თვლიან და იმედოვნებენ, რომ შემდეგი დღეები უფრო მშვიდი და უსაფრთხო იქნება.

საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრები პოლიციის მთავარ სამმართველოში.

პარიზში ასევე გრძელდება აქციები, სადაც ფრანგები მომხდარ აგრესიას აპროტესტებენ.

news
: news იანვარი 10, 2015 16:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,872
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics