პარიზთან მაღაზიას თავს დაესხნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 13, 2015 17:05

პარიზთან მაღაზიას თავს დაესხნენ

პარიზთან მაღაზიას თავს დაესხნენსაფრანგეთის პოლიცია სამი მამაკაცის ძებნას ახორციელებს, რომლებიც სავაჭრო ცენტრ Qwartz-ზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის პოლიციამ 18 ადამიანის ევაკუირება მოახდინა, რომლებიც ამ დროს სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ.
თავდასხმა 6.30 წუთზე, დილით ადრე მოხდა. პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელებს შეასძლოა მხოლოდ მაღაზიის გაქურდვა უნდოდათ.
სავაჭრო ცენტრი ქალაქ ვილნევ-ლა-გარენშია ო-დე-სენის ტერიტორიაზე.
ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ირგვლივ მდებარე მაღაზიების მეპატრონეებს მაღაზიების დაკეტვა სთხოვა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ერთ-ერთი შესაძლებელია მაღაზიის თანამშრომელი ყოფილიყო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 13, 2015 17:05

Google სტატისტიკა


3,650
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics