პანორამა თბილისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიციამ საკრებულოსთან უცენზურო პლაკატების გამო 10 აქტივისტი დააკავა. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედებოდათ. საპატიმროში მათგან მხოლოდ 6 იმყოფებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებული თავისუფალია. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას რაიმე სახის სასჯელის შესახებ მოსამართლე 23 ივლისს გამოაცხადებს.