პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლებისთვის 2 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 13:58

პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლებისთვის 2 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა

ვენდობი გამოძიებას, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გამოძიება უფრო ოპერატიული და ეფექტური იქნება- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე განაცხადა.

მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა.

„ვუსამძიმრებ ვაზაგაშვილების ოჯახს. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია. მე ვთვლი, რომ ხელისუფლებისთვის 2 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ასეთი გამოწვევა არ გვქონია. დროულად უნდა იქნას გამოძიებული საქმე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

იგი საქმის გამოძიების მიმდინარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებს ნდობას უცხადებს.

„ჩემს ხელთ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ვენდობი გამოძიებას და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამ შემთხვევაში უფრო ოპერატიული და ეფექტური იქნება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იური ვაზაგაშვილს შვილების გვერდით დღეს დაკრძალავენ. ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გუშინ გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics