პაატა დავითაია: ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა

news
ავტ.: news აგვისტო 30, 2015 13:05

პაატა დავითაია: ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა

„წინა საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური თოქშოუების დახურვის გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან საშიში მედიის თავისუფლებისათვის. ვინმეს მოსწონდა თუ არა გრიგოლიას გადაცემები ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავრია რომ ეს იყო პოლიტიკიკური თოქშოუ სადაც შეიძლებოდა აზრის გამოხატვა. აქედან გამომდინარე ცალსახად ჩანს რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.“- ასე გამოეხმაურა „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე იმედის არხზე პოლიტიკური თოქშოუების დახურვას.

პაატა დავითაიას განცხადებით ის მხარდაჭერას უცხადებს ინგა გრიგოლიას და მის გუნდს, რადგან ისინი ასეთი პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცნენ. დავითაიას თქმით ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ყველა არხზე იყოს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. მისივე შეფასებით, წინა საარჩევნოდ იმედის ეს გადაწყვეტილება არა მარტო დემოკრატიის ხარისხზე არამედ ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.

„ ვწუხვარ რომ ხელისუფლება არ აკეთებს დასკვნებს წინა ხელისუფლების შეცდომებზე. მხარდაჭერას ვუცხადებ გრიგოლიას და მის ჯგუფს, რადგან ისინი ასეთი პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცნენ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ყველა არხზე, ეს კერძო იქნება თუ სახელმწიფო, ყველგან იყოს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. ძალიან მძიმე საარჩევნო წელი მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხის ასამაღლებლად ასეთი გადაცემების არსებობა. თუმცა ჩვენ დღეს ვხედავთ რომ ერთ არხზე იხურება პოლიტიკური გადაცემები, ხოლო მეორე არხს- რუსთავი 2-ს უტევენ და ყველაფერს აკეთებენ რომ ეს არხი დაიხუროს. ეს ყველაფერი არა მარტო დემოკრატიის ხარისხზე არამედ ქვეყნის იმიჯზე აისახება ცუდად, ძალიან ბევრ პრობლემებს გააჩენს და ძლიან ბევრ კითხვის ნიშანს დასვამს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშრებით.“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.

news
ავტ.: news აგვისტო 30, 2015 13:05