- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
„ოცნება არ მუშაობს, წისქვილი არ აშენდა“- პოლიტიკური წარწერები წისქვილში და იმედგაცრუებული მოსახლეობა
მნიშვნელოვანი
- ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. არც მაჟორიტარი გვინახავს და არც ენგურჰესის დირექტორი, და წისქვილი მაინც არ გვაქვს
სხვა სტატიები
ქალაქ ჯვარის ოჭანეს უბანში მშენებარე წისქვილზე წარწერები გაჩნდა: „ოცნება არ მუშაობს, წისქვილი არ აშენდა“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თაიმერის“ კორესპონდენტი ოჭანეს უბანში მცხოვრებლებს შეხვდა და მშენებარე წისქვილიც მოინახულა.
„საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენი უბანი წისქვილის აშენებას ითხოვდა, ხელისუფლება შეგვპირდა და კიდევაც დაიწყეს მშენებლობა, მაგრამ რა მოხდა იცით? ქართული ფილმი “ქვევრი” ხომ გინახავთ? ანალოგიური მოხდა აქაც. წისქვილი იმდენად ვიწრო ააშენეს, ძრავი კარებიდან ვერ შეეტია და იძულებული გახდნენ წისქვილის აშენებული კედელი დაენგრიათ. ასეთი რამ მხოლოდ აქ ხდება ოჭანეში“,- აღნიშნეს ადგილობრივებმა „თაიმერთან“ საუბრისას.
ასევე ადგილობრივების განმარტებით, ენგურჰესის დირექტორი ჯონი ჭანია და მისი მეუღლე დარეჯან დადიანი, რომელიც ქალაქ ჯვარში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს ადგილობრივებს დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ ამაოდ.
„ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. არც მაჟორიტარი გვინახავს და არც ენგურჰესის დირექტორი, და წისქვილი მაინც არ გვაქვს“,- განმარტავენ ადგილობრივები.
„თაიმერის“ კორესპონდენტი ქალაქ ჯვარის გამგებელს სტავრო ჭანტურიას დაუკავშირდა, რომელმაც წისქვილში კედლის დანგრევის ფაქტი დაადასტურა. მისივე განმარტებით, წისქვილი ექსპლუატაციაში მაშინ შევა, როცა ფული იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს აღნიშნული წისქვილის პრობლემა 2015 წელს სოფლის განვითარების პროგრამაში გაითვალისწინოს.