„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2015 23:01

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს. მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომვლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომლიმე წევრმა გადაწყვტილბა შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. დასახელდა კონკრეტული თვეც, სექტემბერი. ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა. დათანხმდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში გიორგი მოსიძის დეპუტატობას ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ კონსულტაციები მმართველ გუნდში ისევ გაიმართება. შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

კახეთში შეიძლება, გლეხები აბუნტდნენ

მმართველ კოალიცი „ქართულ ოცნებაში“ სერიოზულ განხეთქილებას ელიან. ამის შესახებ „თაიმერს“ინკოგნიტო თანამოსაუბრემ განუცხადა. მისი თქმით, ამჯერად დაპირისპირების მიზეზი შუალედური არჩევნები გახდება, რომელიც ოქტომბერში კახეთსა და სამეგრელოში, კერძოდ, საგარეჯოს და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უნდა გაიმართოს. ის, რომ დაპირისპირების მარცვალი არსებობს, რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, პრინციპში, არაპირდაპირ დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ორივე რაიონში რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მაგრამ მმართველ გუნდს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ ყველა ფრთას თავისი ინტერესი აქვს. მაგალითად, საგარეჯოს, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ „რესპუბლიკელები“ არავის დაუთმობენ. ისინი არც მალავენ, რომ ამ რაიონში თინა ხიდაშელი ისევ „რესპმა“ უნდა შეცვალოს. გარდა ამისა, ყურმოკვრით ვიცი, რომ დეპუტატობა ყოფლი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელსაც უნდა, რომელსაც კახეთში რაღაც ბიზნესი აქვს. აქვე, იკვეთება კახი კალაძის ინტერსებიც, რომელიც ცდილობს, რომ კოალიციას თავისი კანდიდატურა შესთავაზოს. პრემიერ ღარიბაშვილს, უფრო სწორად, მის „კამანდას“ კულუარებში ღიად ჯერ არ დაუფიქსირებია, რომ შუალედურში თავისი კანდიდატების გაყვანა უნდა. შუალედდური არჩევნები ოქტმბერში უნდა ჩატარდეს, 2016 წლის შემოდგომაზე კი, მოქმედ პარლამენტს ვადა ეწურება, ანუ გამოდის, რომ მარტვილისა და საგარეჯოს ახალ მაჟორიტარებს მუშაობისთვის სულ 8-9 თვე აქვთ. შესაბამისად, ამ 8-9 თვისთვის საარჩევნო მარათონში ჩართვა არ უნდა ღირდეს, მით უმეტეს, ვიცი, რომ პარტია შუალედურ არჩევნებში ფულის დახარჯვას არ აპირებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაგალითად, „რესპუბლიკელებისთვის“ ღირსების საქმეა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოში ისევ მათიანმა ჩაანაცვლოს. საერთოდ, თუ დააკავირდებით, „რესპები“ ძალიან მიზანმართულად მოქმედებენ. ავიღოთ, თუნდაც ბოლო დღეების ამბავი – თინამ „კაბელების საქმის“ მონაწილეები სამსახურში აღადგინა, რასაც იუსტიციის მინისტრის, ცოტა არ იყოს, გაღიზიანება მოყვა. თავდაცვის მინისტრმაც არ დაინდო და თეა წულუკიანი გაკენწლა. იმის თქმა მინდა, რომ ამ აღდგენით ხიდაშელმა კოალიციის სუბიექტებს „თითი დაუქნია“, მუსიკას ჩვენ, „რესპუბლიკელები“ ვუკვეთავთო,“ – ყვება „თაიმერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი.
ამას გარდა, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ დიდი ვნებათაღლევაა. ამჯერად ლაპარაკია რაიონების გენერალურ მდივნებზე, რომლებიც, როგორც ოფიციალურად გახდა ცნობილი, შემოდგომაზე უნდა დაინიშნენ.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება
„პარტიის რაიონული ორგანიზაციის გენერალური მდივნობა მომავალ საპარლამენტო სიაში გამსვლელ ადგილს ნიშნავს. ამიტომ, თითო რაიონში ამ თანამდებობისთვის, მინიმუმ, სამი-ოთხი ადამიანი იბრძვის. როგორც მე ვიცი, ამ მხრივ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რაიონებზე არის მოთხოვნა. რაიონს არ დაგისახელებთ, მაგრამ ერთი ადამიანი ზამთრიდან მოყოლებული ხან კალაძესთან დაახლოებას ცდილობს და ხან – ღარიბაშვილთან, რომ თავის რაიონში პარტია „ქართული ოცნების“ გემდივანი გახდეს, მაგრამ დღემდე გაურკვევლობაშია და გადაჭრით არავინ არაფერს ეუბნება. საერთოდ, აქამდე პარტიაში ყველაფერი ისე იყო, როგორც ვიცე-პრემიერი იტყოდა, მაგრამ ბოლო დროს კალაძის გავლენა მეტ-ნაკლებად შესუსტდა და ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიულ სტრუქტურაში ისევ პრემიერის გუნდი გააქტიურდა, თუმცა ესეც დროებითი მოვლენა მგონია,“ – ამბობს „თაიმერის“ თანამოსაუბრე.
ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე სიტუაცია სხვა მხრივაც გაუარესდება. ამ მხრივ ეპიცენტრი შესაძლოა, კახეთი იყოს.
„როგორც ვიცი, წელს ყურძნის კარგი მოსავალია, მაგრამ ღვინის ქარხნებმა ყურძენი შეიძლება, არ ჩაიბარონ, რადგან შარშანდელი ღვინოც უძმარდებათ. თუ სახელმწიფო რამე გამოსავალს არ ნახავს, გლეხები აბუნტდებიან. ამით ყველაზე კარგად ქართული პოლიტიკის პრორუსული ფრთა, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძე ისარგებლებს, რომელიც მევენახეებს დაარწმუნებს, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ რუსული ბაზარია. ადამიანს შეიძლება, აბსოლუტურად დასავლური განწყობა აქვს, მაგრამ მის ოჯახს რომ მოშივდება, აღარც ნატო ენდომება და აღარც – ევროპა. აი, სწორედ ამით ისარგებლებს ჩრდილოეთი, რასაც გაუფასურებული ლარი და გაძვირებული დენიც დაემატება. კი ბატონო, არსებობს შეხედულება, რომ ქართველი კაცი ქუჩაში შიმშილის გამო არ გამოდის და მისთვის მთავარი ღირებულებებია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, ჩემი აზრით; მით უმეტეს, რომ აქ უკვე შიმშილზეა ლაპარაკი“, – ამბობს „თაიმერის“ ინკოგნიტო თანამოსაუბრე.
ნიკა ქავთარაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2015 23:01

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics