ოფიციალური თბილისის თხოვნით, იაპონიამ საქართველოს დასახელება შეუცვალა

news
ავტ.: news აპრილი 14, 2015 12:09 განახლებულია

ოფიციალური თბილისის თხოვნით, იაპონიამ საქართველოს დასახელება შეუცვალა

მნიშვნელოვანი

  • იაპონიის ოფიციალურ დოკუმენტებში "გრუზიის" ნაცვლად საქართველო "ჯორჯიათი" იქნება მოხსენიებული. აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ძალაში აპრილში შევა.

სხვა სტატიები

იაპონიის ოფიციალურ დოკუმენტებში “გრუზიის” ნაცვლად საქართველო “ჯორჯიათი” იქნება მოხსენიებული. აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ძალაში აპრილში შევა.

თუმცა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ჯერ პარლამენტის უმაღლესმა პალატამ უნდა დაამტკიცოს. დასახელების შეცვლის თაობაზე ოფიციალური შეთანხმება 2014 წლის ოქტომბერში, ტოკიოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტისას იქნა მიღწეული.

საქართველომ იაპონიას დასახელების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2009 წლის მარტში მიმართა. მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იაპონურ მხარეს განუმარტა, რომ იაპონურ ენაში არსებული ქვეყნის დასახელება, რუსულიდანაა ნათხოვარი და მისი შეცვლაა საჭირო.

თავდაპირველად ოფიციალურმა ტოკიომ საქართველოს, ამ თხოვნაზე უარი უთხრა. იაპონიის მთავრობა შიშობდა, რომ ასეთი ცვლილება გაურკვევლობას გამოიწვევდა, რადგან საქართველო შესაძლოა, აშშ-ის შტატ ჯორჯიაში არეოდათ. ტოკიოში ასევე არ სურდათ დასახელების ცვლილებით გამოწვეული ხარჯის გაწევა, თუმცა საქართველოს მთავრობის დაჟინებული მოთხოვნა საბოლოო ჯამში გათვალისწინებული იქნა. ტოკიოში გაითვალისწინეს ის ფაქტიც, რომ საქართველოს “ჯორჯიათი” გაერო-ს წევრი უმეტესი ქვეყანა მოიხსენიებს.

news
ავტ.: news აპრილი 14, 2015 12:09 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics