ორგანიზაცია “აფხაზთა კრების” წარმომადგენლებმა დღეს პატიმარ მიკაილ კადიევის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 17, 2015 18:44

ორგანიზაცია “აფხაზთა კრების” წარმომადგენლებმა დღეს პატიმარ მიკაილ კადიევის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

როგორც “აფხაზთა კრების” წარმომადგენელმა ამირან აზალაძემ განაცხადა, 20 იანვარს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან იგეგმება მასშტაბური აქცია “არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს”.

საორგანიზაციო ჯგუფებმა დღეს დედაქალაქის მეტროსადგურებთან საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარეს და ფლაერები დაარიგეს.
“20 იანვარს, 14:00 საათზე დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ჩატარდება მასშტაბური აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. კადიევი იყო ადამიანი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდა. იქ იბრძოდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კადიევი არის ჩვენი თანამებრძოლი”, – განაცხადა აზალაძემ.
ამასთან, კადიევთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განცხადება გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, მიკაილ კადიევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებაზე ბრძანების გაცემას არ აპირებს.
წულუკიანის ინფორმაციით, კადიევს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი აქვს დანაშაული – 2013 წელს, თბილისის შუაგულში, ბინაში იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. მიხეილ კადიევი საპატიმროს ივნისში დატოვებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 17, 2015 18:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics