ოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატების დაშვებას ისევ ითხოვს

news
ავტ.: news იანვარი 14, 2015 13:25

ოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატების დაშვებას ისევ ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დებატების გამართვას ითხოვს. მათივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტის სიტყვას მთავრობაც მოისმენს.

„ნაციონალური მოძრაობის წევრი” გია ბარამიძე აცხადებს, რომ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აუცილებელია, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, თუ „რატომ იხევს ქვეყანა უკან ყველა მიმართულებით, რატომ იქმნება ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პრობლემები, მცირდება სამუშაო ადგილები და სხვა.”

„ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად, დებატებსა და მთავრობის დასწრებას აუცილებლად მიიჩნევს „თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძეც.

მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მათ დაუსვან კითხვები ხელისუფლებას.

უმრავლესობა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.

რაც შეეხება მთავრობის დასწრებას, ეკა ბესელიას თქმით, ეს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილს საკანონმდებლო ორგანოში თებერვალში ელოდებიან. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მაინც დაესწრება მთავრობა მის გამოსვლას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გუშინ განაცხადა.

news
ავტ.: news იანვარი 14, 2015 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics