ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა – ირაკლი ღლონტი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 7, 2015 14:05

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა – ირაკლი ღლონტი

,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებსმერობის ყოფილი კანდიდატი მერიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ დროა დედაქალაქის ხელმძღვანელობა ოპოზიციამ გადაიბაროს.

”თუ დავით ნარმანიას დაატოვებინებენ დაკავებულ თანამდებობას, ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ერთი საერთო კანდიდატის ირგვლივ პოლიტიკური ძალის აკუმულირებაზე. თბილისს და თბილისელებს სჭირდება მეურვე და ოცნების ზეწოლისგან თავისუფალი მერი!
ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც თავისუფალი იქნება ოლიგარქისა და მისი მარიონეტული გუნდის მავნებლური დავალებებისგან, ქალაქს სჭირდება პრინციპული თავკაცი, რომელიც ”სუს”–ის ნაცვლად საკრებულოსთან ერთად მართავს ქალაქს და იზრუნებს მის განვითარებაზე.”-აცხადებს ირაკლი ღლონტი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 7, 2015 14:05

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics