„ომი არის საშინელება, რომლის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა გავილაშქროთ“

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 12:13

„ომი არის საშინელება, რომლის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა გავილაშქროთ“

მნიშვნელოვანი

  • როგორც ყოლბაიამ გმირთა მოედანზე განაცხდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი საშინელება ქვეყანაში აღარ დატრიალდეს.

სხვა სტატიები

ხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ყოლბაიამ გმირთა მოედანზე განაცხდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი საშინელება ქვეყანაში აღარ დატრიალდეს.

„23 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ომი დამთავრდა, რომელსაც არ ჰყავს მოგებული. ომი, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი დავკარგეთ და მის შედეგებს დღესაც ვიმკით. უამრავი დედა ელოდება თავის შვილს, რადგან არ იციან მათი საფლავები. ომი არის ის სშინელება, რომლის წინაღმდეგ ყველამ უნდა გავილაშქროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი რამ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ აიცილოს“, – განაცხადა ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად გმირთა მოედანზე ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ მიაგეს.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა.

სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

შეიარაღებულ კონფლიქტს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 12:13