პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა პროკურატურას– ირაკლი ალასანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2015 20:56

პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა პროკურატურას– ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი "აბსოლუტურად უუნარო“თავისუფალი დემოკრატები”-ს ლიდერი, ირაკლი ალასანია “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი”-ს წარმომადგენლებს შეხვდა და ე.წ “სადენების საქმის” ტექნიკური დეტალები გააცნო.ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაკავებულ პირებზე ბრალის წაყენება ვერ ხდება, რადგან რეალურად დანაშაული არ არსებობს.

“ცხადი და აშკარაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა პროკურატურას.

ბრალის წაყენება ვერ ხერხდება იმიტომ, რომ რეალურად არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, უბრალოდ გულსატკენია, რომ ამდენ ხანს უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში.პრაქტიკულად ეს არის მაგალითი, რომ მართლმსაჯულების დღევანდელი სისტემა არ განსხვავდება იმისგან, რასაც ვებრძოდით და შევცვალეთ 2012 წელს ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ასეთ პოლიტიკურ დაკვეთებს აკეთებენ და პროკურატურა აქილევსის ქუსლად აქციეს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2015 20:56

Google სტატისტიკა


3,385
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics