ოლიმპიური სოფელს ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 11:31

ოლიმპიური სოფელს ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფელი საზეიმოდ გახსნა და მის ხელმძღვანელად ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დაასახელა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ლევან კობიაშვილი ქვეყნის ღირსეული სახე იქნება.

“როგორც წესი, ოლიმპიურ სოფელს მერი ხელმძღვანელობს, თუმცა მე მინდა დღეს ამ სიმბოლურ და საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ კობიაშვილი არის დიდი ფეხბურთელი, ის არის გამორჩეული პიროვნული ღირსებების მატარებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე იქნება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთან ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება არ ჩატარებულა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და გამოცდილებაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 11:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics