ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა ოზურგეთის მერიის მისამართით საყვედური გამოთქვეს

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2015 17:25

ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა ოზურგეთის მერიის მისამართით საყვედური გამოთქვეს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა, სპორტსმენებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქალაქ ოზურგეთის მერიის მიმართ გამაფრთხილებელი შეკრება გამართეს. ისინი წინააღმდეგი არიან ოლიმპიურ კომპლექსში საბილიარდოს განთავსების.

სხვა სტატიები

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა, სპორტსმენებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქალაქ ოზურგეთის მერიის მიმართ გამაფრთხილებელი შეკრება გამართეს. ისინი წინააღმდეგი არიან ოლიმპიურ კომპლექსში საბილიარდოს განთავსების.
ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ლომაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაში სპორტსმენებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მათვის ეკითხათ პირველად ბილიარდის განთავსების ამბავი.
“მინდა გითხრათ, რომ 2012 წელ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სპორტული კომპლექსის მშენებლობას და ჩვენი მეშვეობით აშენდა. ახლა კი არის ისეთი მცდელობა, რომ ცდილობენ ჩვენ გვერდზე გაგვწიონ, რასაც არ დავუშვებთ. ეს არ არის ერთი ადამიანის ინტერესი, ეს მთელი სპორტის ინტერესია, აქ მუზეუმის გაკეთება იგეგმება, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს ბევრი რამ გაიგონ სპორტის შესახებ. როგორც გავიგეთ, საკითხი არის დასმული, რომ აქ საბილიარდო უნდა გაიხსნას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. შენობა სულ სხვა მიზნით აშენდა, შევიკრიბეთ, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არავისთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, არც ვეჩხუბებით და ვგმობთ არავის, მითუმეტეს, ხელისუფლებას. უბრალოდ, მოვითხოვთ, ჩვენს შევიწროვებას შეეშვან. ქალაქის მერი შეცდომაშია შეყვანილი და არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული, თითქოს აქ ისეთი რაღაც კეთდება, რაც არ სჭიდება სპორტს, თუმცა მინდა ვუთხრა მას, რომ აქ გაკეთდება ოლიმპიური სახლი და ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაეყრება საფუძველი”, – განაცხადა შეხვედრის დროს ლაშა ლომაძემ.
ლომაძეს პრესკონფერენციით უპასუხა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ.
“კომპლექსის მშენებლობა ერთ-ერთი მუნიციპალური პროექტია, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის N34 განკარგულებით 264 000 ლარი გამოიყო. ამჟამად მერია სპორტული კომპლექსის მოსაწყობად საჭირო ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით 37 110 ლარიან ტენდერს აცხადებს. მინდა გითხრათ, რომ კომპლექსი დატვირთული იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობით და აღნიშნული შენობით ყველა სპორტსმენი თუ სპორტის მოყვარული ისარგებლებს. ჩვენ ვთვლით, რომ აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის წევრებსა და სპორტსმენის პროფესიის მქონე ადამიანებზე. სპორტული კომპლექსი წარმოდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და ამ კომპლექსით ყველა მსურველმა უნდა ისარგებლოს”, – განაცხადა სიორიძემ.
მისივე განმარტებით, ძალიან დიდ პატივს სცემს სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ქალაქს ასახელებენ, მაგრამ სახელმწიფო თანხებით აშენებული კომპლექსის პირად საკუთრებად განხილვა არასწორია.
“ჩვენთვის გაუგებარია თუ საიდან და რა თანხა, როგორც თავად ამბობს, “იჩალიჩა” ბატონმა ლაშა ლომაძემ და იქნებ ერთი დოკუმენტი მაინც წარმოადგინოს ამასთან დაკავშირებით. კომპლექსის რემონტთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტი ნამდვილად არსებობს და მასში თვალნათლივ არის მითითებული, რომ თანხა დაიხარჯა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ გაურკვეველ ვითარებაში მოყვნენ. ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მათი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო იქნება” , – აღნიშნა ბეგი სიორიძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2015 17:25