ოკუპირებულ აფხაზეთში ესტონეთის პრემიერმინისტრს პასუხობენ

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კან ტანია ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

“საქართველო და მისი მეგობრები ვერ ეგუებიან ახალ პოლიტიკურ რეალობებს. საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია წლების განმავლობაში, მიუხედავად ამ ქვეყანაში ხელისუფლების პერიოდული ცვლილებისა. ესტონეთის პრემიერის განცხადება აშკარა მაგალითია სასურველის სინამდვილედ წარმოჩენისა. აფხაზეთი შემდგარი ქვეყანაა და მისი საერთაშორისო პოზიციები მაინც გამყარდება, მიუხედავად ჩვენი არამეგობრების განცხადებებისა. დღეს აფხაზეთისთვის იღება ახალი შესაძლებლობები მისი დაჩქარებული განვითარებისთვის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და მისი საერთაშორისო არენაზე გამყარებისთვის”, – განაცხადა ტანიამ.

თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფმა ესტონეთის პრემიერმინისტრმა ტაავი რიივასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია დავით საგანელიძის განცხადებას ეხმიანება–”გამოჩნდება რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე